GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჰილარი კლინტონმა საქართველო დატოვა
11:00 06.06.2012
დღის სიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის საქართველოში ვიზიტი დასრულებულია. ჰილარი კლინტონი  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე წუთის წინ გაფრინდა.

კლინტონი ტრაპამდე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა და ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა მიაცილეს.

კავკასიური ტურნეს ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი ბათუმიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება, ბაქოდან კი თურქეთში ჩავა, სადაც გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ჰილარი კლინტონისა და დელეგაციის წევრებისთვის პიაცაზე კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ცნობილმა საოპერო მომღერალმა თეონა დვალმა, ნიკა რაჭველის აკომპანიმენტით, რამდენიმე არია შეასრულა. სტუმრებისთვის იმღერა სოფო ნიჟარაძემაც.

კონცერტზე საკუთარი პროგრამით წარსდგა ნაციონალური ბალეტი. ჰილარი კლინტონის განსაკუთრებული აღფრთოვანება სწორედ „სუხიშვილებმა“ გამოიწვია. კონცერტს ოფიციალური დელეგაციის წევრების გარდა, ის ამერიკელი პედაგოგებიც ესწრებოდნენ, რომლებიც საქართველოში პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში იმყოფებიან. მათ სახელმწიფო მდივანი კონცერტის დასრულების შემდეგ სათითაოდ გაესაუბრა.

პიაცაზე გამართული კონცერტის დასრულების შემდეგ, ჰილარი კლინტონმა ღამის ბათუმი დაათვალიერა. ზღვისპირა ქალაქის ქუჩებში სეირნობისას მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო მდივანსა და ამერიკული დელეგაციის წევრებს ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა.

სახელმწიფო მდივანი ქალაქის ძველი და ახალი არქიტექტურით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტმა ძველ ბათუმსა და ნიუ ორლეანს შორის მსგავსებაზე ისაუბრა. მან სტუმარს ის მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო, რომელიც ბათუმში უკვე განხორციელდა და სამომავლოდაა დაგეგმილი.

მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს საქართველოში ბოლო წლებში გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის სიახლეებზე და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზეც ესაუბრა. პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა ბულვარში გაისეირნეს და ალი და ნინოს ქანდაკება და ანბანის კოშკიც მოინახულეს.

პიაცაზე გამართულ კონცერტამდე კი, ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ქედაში უმასპინძლეს. ჰილარი კლინტონი ქედაში, ღვინის სახლში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გაემგზავრა და იქ საქართველოს პირველ ლედისაც შეხვდა. გზაზე სტუმარს ადგილობრივები ხვდებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს ღვინის მარანი და საწნახელი დაათვალიერებინა. სახელმწიფო მდივანმა ქართული ღვინოც დააგემოვნა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია პირადად პრეზიდენტისგან მიიღო.

ოფიციალურ სადილზე, მაღალი რანგის სტუმრებისთვის, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი უკრავდა, რომელმაც ჰილარი კლინტონის აღფრთოვანება გამოიწვია. ბუნიათიშვილთან ერთად ერთი კომპოზიცია შეასრულა სანდრა ელისაბედ რულოვსმაც. სტუმრების პატივსაცემად რამდენიმე ნაწარმოები შეასრულეს პატარა ვირტუოზებმა - ბარბარა თათარაძემ და ილია ლომაძემ.

საკუთარი შთაბეჭდილებები ჰილარი კლინტონმა სტუმართა წიგნში ჩაწერა. მხარეებმა სადილზე ქართულ-ამერიკულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრეზიდენტმა რამაზ ნიკოლაიშვილი ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა1
ხიდაშელი: მეტრეველთან ვმეგობრობ, თუმცა „ქომაგს“ არ ვაფინანსებთ2
ფოტორეპორტაჟი: ანტინარკოტიკული სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტი3
ციხეებში ჯანდაცვის მდგომარეობას კურირებას არჩილ თალაკვაძე გაუწევს4
თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის სახელმწიფო მდივანს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X