საგარეო
საქმეთა სამინისტროში, ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის ერთი წლის საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები
განიხილეს.
გიორგი პერტაიას განცხადებით, ის
პრობლემები, რომელიც 2011 წლის დასაწყისში იყო, ამჟამად უკვე მოგვარებულია. „დარჩენილია უფრო სპეციფიური, საგადასახადო საკითხები, რომლებზეც ერთად ვიმუშავებთ“,-
დასძინა პერტაიამ.
დიპკორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილე დავით ჯალაღანიაც ესწრებოდა.
„ზოგიერთი
უცხოელი ინვესტორი ჩივის, რომ საქართველოში არ არის შესაბამისი კადრები, მაგალითად ინჟინრები. აღნიშნული პრობლემის მოსახსნელად კი, საჭიროა, ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს
ბიზნესთან
ჰქონდეთ ურთიერთობა
და
ბიზნესმენების მოთხოვნის გათვალისწინებით,
შესაბამისი სასწავლო კურსები შექმნან“ ,- განაცხადა პერტაიამ.
internet.ge