იმერეთის
ქუჩაზე ბუნებრივი აირის აალების შედეგად დაშავებული მარინა გაბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის თბილისის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მედიკოსთა განცხადებით, პაციენტს სხეულის ძირითად ნაწილზე ძლიერი
დამწვრობა აღენიშნება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის
ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აალება მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში გუშინ მოხდა.
42 წლის ქალბატონმა სხეულის 70 % ის დამწვრობა მიიღო.
internet.ge