საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის
საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ გთავაზობთ.
განცხადებაშია ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში ქართულ მედია საშუალებებში გამოქვეყნებულ სტატიებში, ინტერვიუებსა და ანალიტიკურ პუბლიკაციებში გაიჟღერა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკასთან, განსაკუთრებით კი ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებულმა საკითხებმა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მცდარი და არარეალურია.
„ირანის
ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამა ატარებს სამშვიდობო ხასიათს და ეს ქვეყანა აღნიშნულ პროგრამას ახორციელებდა და ახორციელებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) შესაბამისად.
ირანის
მოთხოვნები
შეესაბამება
აღნიშნული
ხელშეკრულებით
(NPT) წევრი
ქვეყნებისათვის
განსაზღვრულ
უფლებებს.
ირანს არ სურს ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებებზე მეტი ან ნაკლები უფლებებით სარგებლობა.
ატომური
ბომბის დამზადება და გამოყენება კი, აკრძალულია. ისლამის რელიგიური სწავლებები აგრეთვე კრძალავს სხვა სახის მასობრივი მოსპობის იარაღის გამოყენებას. ასევე, ბირთვულ ენერგეტიკასთან დაკავშირებით ირანის მთავარი მოწოდებაა:
"ბირთვული
ენერგია ყველას, ბირთვული იარაღი არავის",-
ნათქვამია განცხადებაში.
საელჩოს განცხადებით, ირანი თავისი სამშვიდობო ხასიათის ბირთვული პოტენციალით არათუ არ წარმოადგენს საფრთხეს სხვა ქვეყნებისა და ერებისათვის, არამედ ის ერთგვარი საჩუქარია.
„ირანს,
თავისი ბირთვული ცოდნით, ელექტროენერგიის,
სამკურნალო
რადიო–პრეპარატების წარმოებითა და ბირთვული მედიცინის განვითარებით, შეუძლია უდიდესი სამსახური და დახმარება გაუწიოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს. ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებიდან
ჩანს, რომ ისინი აუცილებლობის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს. ასეთი განცხადება არის ყველაზე ალოგიკური. 30–40
წლის შემდეგ ნავთობისა და გაზის მსგავსი წიაღისეული საწვავი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამოიწურება, ამიტომ ყველა ქვეყანას, დიდსა თუ პატარას, დასავლურსა თუ აღმოსავლურს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული ტექნოლოგიები ელექტროენერგიის
წარმოებისა
და სხვადასხვა სამედიცინო თუ ინდუსტრიული დანიშნულებისათვის.
წინააღმდეგ
შემთხვევაში
ეს ქვეყნები მუდმივად იქნებიან ბირთვული ენერგეტიკის მფლობელი სახელმწიფოების გავლენის ქვეშ“,-
ნათქვამია განცხადებაში.
საელჩოს განცხადებით, კეთილი ნებისა და ნდობის გაძლიერების საფუძველზე, ირანი ყოველთვის მიესალმება თანაბარ პირობებში კონსტრუქციული დიალოგის გამართვას.
internet.ge