თურქეთში, ქალაქ გირესუნთან ავტოავარია მოხდა, რა დროსაც ავტობუსში
ცხრა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა.
ტრაპზონში საქართველოს კონსულის, ნუგზარ ტყეშელაშვილის განცხადებით,
სამმა მოქალაქემ მსუბუქი დაზიანება მიიღო და მათი მდგომარეობა ამჟამად
დამაკმაყოფილებელია.
„ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად ავარიის შედეგად არავინ გარდაცვლილა. 9 მოქალაქიდან სამს ჰქონდა მსუბუქი
დაზიანება, რომელთაც ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ცხრავე მგზავრი
სხვა ავტობუსში იქნა გადაყვანილი და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,-
განაცხადა კონსულმა.
მისი თქმით, ჯერჯერობით ქართველების ვინაობა ცნობილი არ არის.
internet.ge