ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ჰანს ბრუნინგი დღეს, თელავს ეწვევა,
სადაც NIMD-ის დემოკრატიის სკოლის მსმენელებს სიტყვით მიმართავს.
ჰანს ბრუნინგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში ბრუნინგი შეხვედრებს გამართავს NIMD-ის პარტნიორი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს 6 ივნისს ეწვია და ვიზიტი 8 ივნისამდე გაგრძელდება.
internet.ge