„ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი წუხელ, გვიან ღამით დაკითხეს
ქუთაისის პოლიციის სამმართველოში. დაკითხვა აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
პოლიციის სამმართველოსთან კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი პარტიების
ლიდერებიც იმყოფებოდნენ. გუბაზ სანიკიძე, ვიქტორ დოლიძე და მინდია უგრეხელიძე
აქტივისტების დაკითხვის ფაქტს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ მიერ
ბუკლეტების დარიგებას ამომრჩევილის მოსყიდვის მიზანი არ ჰქონია და ეს უბრალოდ
საინფორმაციო სახის კამპანია იყო.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატა კოალიცია „ქართულ ოცნებას“
ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ მიერ
ბუკლეტების დარიგებას მოსახლეობისთვის, სადაც მოქალაქეებმა თავიანთი ოცნება უნდა
ჩაწერონ.
ბუკლეტების დარიგების კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის აქტივისტები
მოქალაქეებს სტუმრობდნენ და „ოცნების ბარათების“ დარიგებასთან ერთად, მათ 1000
ლარის ფარგლებში საოჯახო ტექნიკის შეძენასაც სთავაზობდნენ.
internet.ge