აშშ-ში ორეგონის შტატის სანაპიროსთან, 20 მეტრიანი მიწის
ნაწილი მიცურდა, რომელიც იაპონიის კუთვნილებაა.
2011 წლის მარტში ცუნამმა ქალაქ მისავას პორტს ნაწილი ჩამოაშორა.
წყნარ ოკეანეში 15 თვიანი „მოგზაურობის“ შემდეგ, მოცულობით საკმაოდ დიდმა მიწის ნაჭერმა
აშშ-მდე მიაღწია.
იაპონიის მიწის ნაგლეჯები ადრეც მოხვედრილა ამერიკის სანაპიროებზე
და ექსპერტთა შეფასებით, „გზაში“ კიდევ ნახევარი მილიარდი ფრაგმენტია, თუმცა მსაგვსი
სიდიდის მიწას წყნარი ოკეანე ჯერ არ გადაუკვეთავს.
იაპონელებს თავიანთი საკუთრების უკან წაღების სურვილი ჯერ
არ გამოუთქვამთ. მიწის ნაჭერი უკვე შეისწავლეს რადიაციაზე და ის ამ მხრივ საშიში არ
აღმოჩნდა.
Internet.ge