ესპანეთს ევროკავშირისგან „შეზღუდული დახმარება“ სჭირდება.
როგორც ოფიციალური მადრიდი იტყობინება, ესპანეთის პრობლემა ძირითადად საბანკო სექტორს
ეხება, მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკა კი ევროპულ კრედიტებს არ საჭიროებს.
ექსპერტთა აზრით, გერმანიის კანცლერმა შესაძლოა მხარი დაუჭიროს
ესპანური ბანკების რეკაპიტალიზაციას საერთო ევროპული ანტიკრიზისული ფონდიდან. ამგვარი
ქმედება არ მოითხოვს ესპანეთისგან საბიუჯეტო შემცირებას, რისი ვალდებულებაც იკისრეს
საბერძნეთმა, პორტუგალიამ და ირლანდიამ.
„ევროზონა ცეცხლში იმყოფება, ევროპის ცენტრალური ბანკი კი
ის მეხანძრეა, რომელსაც ამ ცეცხლის ჩაქრობა შეუძლია,“ - აცხადებს Baader Bank-ის ანალიტიკოსი
რობერტ ჰალვერი „ევრონიუსთან“ ინტერვიუში.
წინასწარი შეფასებებით, ესპანური საბანკო სექტორი 40 მილიარდი
ევროს კრედიტს მიიღებს, რომლიდანაც 19 მილიარდი Bankia-ს ბალანსის გაწმენდაზე დაიხარჯება.
Internet.ge