რუსი პოლიციელების მიერ სამარაში მოკლული
18 წლის მამუკა კახიშვილის ცხედარს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ.
მამუკა
კახიშვილს ხაშურში დაკრძლავენ.
შეგახსენებთ,
რომ 10 ნოემბერს სამარელმა
სამართალდამცველებმა მამუკა კახიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.
გარდაცვლილი მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო და ის ჯარიდან დაბრუნების აღსანიშნავად
მეგობრებთან ერთად ბარში წავიდა. თუმცა შენობის გარეთ ის პოლიციელებმა სცემეს, რის
შედეგედაც მამუკა კახიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
Internet.ge