„ქართული ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტმა მიხეილ მესხმა
„ქართული ოცნების“ ბუკლეტების დარიგებებისას მიცემულ წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით
განმარტებები გააკეთა.
როგორც მან პარტიის ოფისში დღეს, გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, როდესაც იგი „ქართული
ოცნების“ სახელით დაპირებებს იძლეოდა, მას არ დაუსახელებია კონკრეტული თანხები, რომლითაც
მოქალაქეებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა უნდა შეეძინათ. კოალიციის წევრის თქმით, გაუგებარია,
როგორ დამონტაჟდა „რუსთავი 2“-ის 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული მისი კომენტარი.
ამასთანავე, მესხმა აღნიშნა, რომ პარტიის სახელით დაპირებების
მიცემა მისთვის არავის დაუვალებია და ეს მისი საკუთარი შეცდომაა.
„ეს ჩემი შეცდომა და სულელური საქციელია. „ქართული ოცნება“
აქ საერთოდ არაფერ შუაშია,“ - განაცხადა მიხეილ მესხმა.
შეგახსენებთ, რომ „კურიერის“ 9 საათიან გამოშვებაში გასულ
სიუჟეტში მესხი აცხადებდა, რომ ე.წ. ოცნების ბუკლეტებში მოსახლეობას საკუთარი სურვილები
უნდა ჩაეწერა, რომელთაც კოალიცია არჩევნებამდე აუსრულებდა. ამ სიუჟეტის საფუძველზე
კონტროლის პალატამ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულა და ამ საქმის
გამოძიების მიზნით, პროკურატურას მიმართა.
Internet.ge