საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,
მოსწავლეები, რომლებიც სასკოლო გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, გადაბარების
შესაძლებლობა წლის განმავლობაში ექნებათ.
პრეზიდენტის ინიციატივით, გამოცდები არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ წლის
განმავლობაში გაიმართება.
„ეს ეხება პედაგოგებსაც, რადგან ჩვენ შვილებს სჭირედბათ კარგი
განათლება. გვჭირდება მასწავლებლებმა გამოცდები ჩააბარონ. ეს ყველაფერი კი
მასწავლებლებლებისა და მოსწავლეების დონეს აამაღლებს და შემდგომში სოციალური
სამართლიანობა აღდგება”,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მოსწავლეებმა გამოცდები მშობლიურ გარემოში უნდა
ჩააბარონ და არა სადღაც ცენტრებში.
„ჩვენი მიზანია ახალგაზრდებს მიეცეთ სტიმული, მეტი იმუშაონ და
საზოგადოება წინ წავიდეს“,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge