სასამართლო "ქართული ოცნების" აქტივისტისთვის საპატიმრო ღონისძიების საკითხს განიხილავს
ქუთაისის საქალაქო სასამართლო, კოალიცია “ქართული
ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაკავებული
კიდევ ერთი პირის, კობა ჯახუას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.
ჯახუას
ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით წაუყენეს.
გუშინ
ქუთაისის პოლიციაში
"ქართული
ოცნების"
აქტივისტების
დაკითხვა
გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. დღის ბოლოს პროკურორმა კობა ჯახუასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება მოითხოვა.
internet.ge