ამ დროისათვის ქუთაისში “ქართული ოცნების” აქციისთვის სცენის მონტაჟი დასრულებულია.
აქცია დღეს, 18:00 საათზე, აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვანის მოედანზე გაიმართება.
აქციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს დიჯეი ”რემბო”, ლევან მდინარაძე ხელმძღვანელობს.
როგორც ცნობილია, ამ დროისათვის „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის სხვა წევრები უკვე ქუთაისში იმყოფებიან.
Internet.ge