ხიდაშელი აქციაზე მისულ ჟურნალისტებს სარეცხის მანქანებზე სიუჟეტის გაკეთებას ურჩევს
„ქართული ოცნების“
წევრი თინა ხიდაშელი და ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ჟურნალისტებს
ურჩევენ დღევანდელი აქციის ნაცვლად, სიუჟეტები სარეცხის მანქანებზე აკეთონ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს
რეგიონალური კორესპოდენტი ქუთაისიდან იტყობინება ფანჯიკიძე და ხიდაშელი აღმაშენებლის
მოედანზე რამოდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ.
კოალიციის წარმომადგენლებმა
დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
ხიდაშელის გაღიზიანება
ჟურნალისტის შეკითხვამ გამოიწვია, რომელიც ივანიშვილის ადგილსამყოფელს და მის მიერ
დღეს დაგეგმილ სიტყვით გამოსვლას უკავშირდებოდა.
ცნობისთვის, კოალიციის
წევრები მთელი დღის განმავლობაში, კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადგილსამყოფელს
მკაცრად ასაიდუმლოებენ.
ამასთან, აქციის
ორგანიზატორებმა მოედანზე ტყვიაგაუმტარი მინები დაამონტაჟეს.
Internet.ge