ქუთაისში, “ქართული ოცნების” აქციაზე სიტყვით გუბაზ სანიკიძე გამოვიდა.
როგორც გამოსვლისას სანიკიძემ განაცხადა, ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება.
“ჩვენი ბედი ჩვენ ხელშია, ჩვენს მომავალს ჩვენ გამოვჭედავთ და “ქართული ოცნება” აუცილებლად ასრულდება”,- განაცხადა სანიკიძემ.
მან მოსახლეობას ერთად დგომისკენ მოუწოდა.
ამ დროისათვის კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მხადამჭერებს მიმართავს.
internet.ge