ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, უკვე საქართველოშია.
როგორც აპატურაიმ თბილისის საერთაშორისო
აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზანს ნატოს
კვირეულში მონაწილეობა წარმოადგენს.
„მიხარია რომ ამდენი ხალხი ეცნობა ნატოს,
ჩიკაგოს სამიტზე საქართველო ძალიან კარგად იყო წარმოდგენილი. ეს მიუთითებს იმაზე,
რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც მხოლოდ ნატოში გაწევრიანებისთვის
მუშაობს ის ასევე უსაფრთხოების კომფრუვატორიცაა. თქვენი ქვეყანა ჩიკაგოში ერთ-ერთი
მათავარი პარტნიორი იყო“, - განაცხადა აპატურაიმ.
ვიზიტის
ფარგლებში
ჯეიმს აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან,
ვიცე პრემიერ-მინისტრთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან.
საგარეო
უწყების ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია მიმდინარე წლის 20-21 მაისს გამართული ჩიკაგოს სამიტის შედეგების განხილვა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში სამომავლო გეგმების დასახვა.
ვიზიტის
ფარგლებში
ჯეიმს აპატურაი მონაწილეობას მიიღებს და გახსნის ნატო-ს კვირეულს, რომელიც საქართველოში
11-16 ივნისს
ჩატარდება.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ასევე შეხვედრებს გამართავს სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან.
internte.ge