დღეს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ" ორდღიანი საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხნა, რომლის მთავარი
თემაა „ახალგაზრდობის
კეთილდღეობა
აღმოსავლეთ
ევროპასა და კავკასიაში". ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება და მას 40 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი ესწრება.
სიმპოზიუმში ახალგაზრდობის თემატიკაზე მომუშავე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები -
ევროკავშირი,
ევროპის საბჭო და გაეროს ბავშთა ფონდი მონაწილეობენ.
სიმპოზიუმზე დიდი ყურადღება დაეთმობა საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას და ამ პროცესის მხარდასაჭერად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები
მონაწილეებს
გააცნობენ
საქართველოში
ახალგაზრდობისთვის
განკუთვნილ
მიმდინარე
პროგრამებს
და პროექტებს.
სამინისტროს
პრეს-სამსახურის ცნობით, სიმპოზიუმი ემსახურება რეგიონში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებით, მხარეთა გამოცდილების გაზიარებას, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების განვითარებასა და სამომავლო
მოქმედებების
დაგეგმვას.
internet.ge