GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრეზიდენტმა სტუდენტებს ფასდაკლების ბარათები გადასცა
14:26 11.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეს, ოზურგეთის იუსტიციის სახლში სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა სტუდენტებს ფასდაკლების ბარათები გადასცა და ის უწყებები გააცნო, სადაც სტუდენტებს ბარათით სარგებლობა შეეძლებათ.  

ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, აღნიშნული ბარათები სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ისარგებლეთ სანამ სტუდენტები ხართ ამ ბარათებით, რადგან სტუდენტობა პრივილეგირებული ხდება. თქვენ ხართ საზოგადოება, ვისთვისაც ვცდილობთ რაიმეს მივაღწიოთ. მომავალი თქვენია“,- მიმართა პრეზიდენტმა სტუდენტებს.

პროექტი პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება და ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს ფასდაკლების ბარათით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე 2012 წლიდან აქვს. ბარათს სტუდენტები იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში აიღებენ.

„ფასდაკლების ბარათის აღება ჩვეულებრივი მოქალაქისთვის 35 ლარი ღირს, სტუდენტებს კი ის უფასოდ გადაეცემათ. სტუდენტს მართვის მოწმობის აღება ამ ბარათით 50 ლარის ნაცვლად 15 ლარი დაუჯდებათ, ფასდაკლება იქნება რკინიგზით მგზავრობისას, იუსტიციის სახლში საბუთების ლეგალიზაციაზე 20%-იანი, თეატრებსა და მუზეუმებში 50 %-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, გუდაურის საბაგიროზე - 70%, ასევე,  ფასდაკლება იქნება სასწავლო კურსებზე. დაცულ ტერიტორიებს კი სტუდენტები 40%-იანი ფასდაკლებით მოინახულებენ.

სპეცტარიფი იმოქმედებს ჯეოსელზე, ბილაინზე და მაგთიზე, ასევე ფასდაკლებები იქნება  ტანსაცმლის მაღაზიებში, აკვაპარკებში, სმარტში და გუდვილში“,- განაცხადა სააკაშვილმა. 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრეზიდენტის განცხადებით, მმართველი გუნდი არჩევნებს მოიგებს1
ანდრეს ფოგ რასმუსენმა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში გააცილა2
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა3
არჩევნების ჩატარების თარიღი უახლოეს დღეებში დასახელდება4
გალში მაიორ კირთაძეს ცეცხლი გაუხსნეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X