GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქალაქო სასამართლოში ივანიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს
14:37 11.06.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმზე, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. საქმე ეხება სატელიტური ანტენების დამონტაჟებას.

დღევანდელი პროცესი განსაკუთრებულ რეჟიმში ტარდება. მედიის წარმომადგენლებს და პროცესზე დამსწრეებს ჩაუტარდათ ჩხრეკა, მათ დერეფნის მიღმა დაატოვებინეს მობილური ტელეფონები.

მოსარჩელე მხარეს დღევანდელ პროცესზე კონტროლის პალატიდან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის მოადგილე, გიორგი ამირანაშვილი წარმოადგენს.

თავად ივანიშვილის ინტერესებს ადვოკატები შალვა თადუმაძე და ალექსანდრე ბარამიძე იცავენ.

საქმეს მოსამართლე კობა გოცირიძე იხილავს.

ცნობისთვის, საქართველოს კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევად სცნო და აღნიშნული საქმე სასამართლოში გადააგზავნა.

„საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სამართალდარღვევის სუბიექტად განისაზღვრა გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიერ, მისი კუთვნილი კომპანიების მეშვეობით ხორციელდებოდა პოლიტიკური და საარჩევნო მოტივაციით, კანონსაწინააღმდეგო სქემების დაფინანსება კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით“,- აცხადებენ მონიტორინგის სამსხაურში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მერია დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის განცალკევებაზე მუშაობს1
კონკურს „ქართული კალიგრაფიის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს2
საქალაქო სასამართლოში ივანიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს3
23 მაისი ქართული რადიოს დღეა4
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X