საქართველოს პროკურორის ყოფილი მოადგილე ადასტურებს, რომ ის
პოლიტიკაში მიდის. როგორც ჟურნალისტებს დავით საყვარელიძემ განუცხადა, საქართველოს
პროკურატურის მიღწევებით კმაყოფილია.
მისი თქმით, ის ხალხის სამსახურში რჩება.
„რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკაში წასვლას ეხება,
არ აქვს მნიშვნლობა რომელი საჯარო მოხელე სად იმუშავებს. მიმაჩნია, რომ ჯობია
ყველამ გამოიყენოს თავისი ენერგია, რესურსები და გამოცდილება ხალხის სამსხურში. ვთვლი,
რომ ამ მიმართულებით წარმატებული ვიქნები“,- განაცხადა საყვარელიძემ.
Internet.ge