448 წვევამდელმა სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადო
სახელმწიფო
დაცვის სპეციალურ სამსახურში 448 წვევამდელმა დღეს, სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადო.
ფიცის დადების ცერემონიალს საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქაძე დაესწრო.
მისი თქმით, შეარაღებული ძალები ქვეყნის
სახეა.
„დღევანდელი არმია სახავს თუ როგორია
დღევანდელი საქართველო. ჯერ კიდევ არის პრობლემები, გვაქვს ბევრი სირთულე, მაგრამ
შეგვიძლია ამაყად, თავაწეულებმა წელში გამართულებმა გავუსწოროთ თვალი მომავალს“,-
განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ფიცის
დადების შემდეგ, ჯარისკაცებმა საზეიმო მარშით გაიარეს და თავდაცვის სამინისტროს სარიტუალო ორკესტრის თანხლებით საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.
სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის 448 საკონტრაქტო მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.
ფიცის
დადების საზეიმო ღონისძიებაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ჯანაშიამ უმცროს ოფიცერთა შემადგენლობასა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებში ჩარიცხულ თანამშრომლებს სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი
სერტიფიკატები
გადასცა.
Internet.ge