საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ახალი ინიციატივით, „წყალი
ყველა სოფელს და 24 საათიანი მომარაგება ყველა ქალაქს“ უახლოეს დღეებში გამოვა.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა
მანჯგალაძემ დღეს, გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი პროგრამა, სოფლებსა და რაიონებში
წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას მოემსახურება.
„ეს ინიციატივა ეხება ბათუმს, ფოთს, ქუთაისს და ყველა რაიონულ ცენტრს.
პროგრამაზე კი, რომელიც სოფლებსა და
რაიონებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას მოემსახურება, პრეზიდენტი
უახლოეს დღეებში ისაუბრებს“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
Internet.ge