GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კოპიტნარში მცხოვრებ დევნილებს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცათ
15:02 31.03.2012
დღის სიახლეები

კოპიტნარში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცათ. მინისტრმა კობა სუბელიანმა დღეს, დევნილები მოინახულა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი პირადად გადასცა.

 

კობა სუბელიანმა ასევე, რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა, სადაც დევნილები არიან დასაქმებულნი. მინისტრმა მათ მთავრობის ახალი ინიციატივა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ-სგან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციაც გააცნო.

 

“კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში 400 მდე დევნილი ოჯახი 20 წლის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. სამინისტრომ განახორციელა კორპუსების სრული რეაბილიტაცია და დევნილებს გადასცა საკუთრებაში.რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც პროექტის "აფხაზეთიდან დევნილთა საარსებო პირობების გაუმჯობესების“ ფარგლებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისი "ამქორი-საქართველოს“-ს მხარდაჭერით გაკეთდა, დასაქმებულები არიან მთლიანად დევნილები. აღნიშნული საწარმო შემოსავლის წყაროა ასევე იმ დევნილებისთვის, რომლებიც საქონელს იყოლიებენ და რძეს ჩააბარებენ”,- აცხადებენ სამინისტროში.

 

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და დაკანონების პროცესი გაგრძელდება, მანამ სანამ თითოეული დევნილი ოჯახი არ დაკმაყოფილდება.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისმა თურქეთთან აფხაზეთის პორტში თურქული გემების შესვლის საკითხი დააყენა1
ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 50 წლის მამაკაცი დააკავეს2
აზერბაიჯანმა სომხეთს ყარაბაღის ოკუპაციით მიყენებული ზარალის ანგარიში წარუდგინა3
ერთ წელიწადში 400 000–ზე მეტი ID ბარათი გაიცა4
პროკურატურა ბაჩო ახალაიას დაკითხვას გეგმავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X