საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩრდილოეთ
ნიგერიის ზამფარის პროვინციის სოფლებზე მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით, რომლის შედეგად უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ, ღრმა
მწუხარებას
გამოხატავს.
საგარეო უწყება მკაცრად გმობს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას, მხარს უჭერს ნიგერიის ხელისუფლების ძალისხმევას მიმართულს ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებისკენ
და გამოთქვამს იმედს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით.
საგარეო
საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ნიგერიის მთავრობას და ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
internet.ge