"მე-9 არხი" საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს სტუმრობდა
17:00 13.06.2012
|
დღის სიახლეები
|
ტელეკომპანია "მე-9 არხი" დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს სტუმრობდა. როგორც ფეისბუქზე, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ სტუდენტებთან ერთად ტელეკამერით გაევლოთ სრული საექსკურსიო მარშრუტი.
"მე-9 არხი", საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასახლეში მას შემდეგ მიიწვია, რაც ტელეკომპანიას პრეზიდენტის სასახლეში არსებულ ექსკურსიებთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა. დღეს "მე-9 არხის" ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ პირადად ედევნებინათ თვალი სასახლეში ჩვეული ექსკურსიისათვის, რომელიც 2009 წლიდან - გახსნის დღიდან ტრადიციად იქცა.
ექსკურსიის დასრულების შემდეგ კი, სხვა ვიზიტორებთან ერთად "მე-9 არხის" ჟურნალისტებს ჩვეულებისამებრ სიმბოლურად სუვენირები გადაეცათ. პრეზიდენტის სასახლე საზოგადოების სხვადასხვა წევრებს მასპინძლობს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, სპორტსმენებს, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, მეცნიერებს.
"ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება დაათვალიეროს სასახლე და გაეცნოს ჩვენს საქმიანობას. 2009 წლიდან მოყოლებული სასახლემ 45 ათასზე მეტი სტუმარი მიიღო," - ნათქვამია პრეზიდენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|