შემოსავლების სამსახურის ჩეკების
გათამაშებაში მორიგი 10 000 ლარი გათამაშდა. მისი მფლობელი ლაგოდეხის რაიონის სოფელ
წიფლისწყაროში მცხოვრები თამაზ ჯაჯანიძე გახდა. მან მაღაზიაში რეზინის მილი იყიდა და
შესაბამისი ჩეკიც მიიღო, რომელიც მისმა ქალიშვილმა შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ 10 ათასი
ლარი მოიგო.
აღნიშნული ჩეკის განაღდება
გამარჯვებულებს 30 დღის ვადაში შეუძლიათ.
შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ,
რომ წლის ბოლომდე კიდევ თოთხმეტი 10 000 ლარიანი და სამი 50 000 ლარიანი ჩეკი გათამაშდება.
გამარჯვებულთათვის სულ 1 300 000 ლარია გამოყოფილი.
Internet.ge