ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში
ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი აღმოაჩინეს. საშიში მოწყობილობა გორის რაიონის სოფელ თორტისში,
მდინარე მეჯუდას ხეობაში იქნა ნაპოვნი.
შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა
მინა ნაღმი გააუვნებელყვეს და უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს.
ადგილობრივ მცხოვრებთა ვარაუდით,
ნაღმი სოფელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან მოყოლებული დარჩა.
Internet.ge