ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომაზე, რომელიც ზურა ტარყაშვილის
მკვლელობაში დავით რუსიშვილის ბრალეულობას განიხილავს, მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა
ბრალდებულის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 100 ლარით
დააჯარიმა.
ეს მეორე ჯარიმაა, რომელიც ბრალდებულის ადვოკატმა აღნიშნული საქმის
განხილვისას მიიღო, გასულ კვირას სასამართლოზე უხეშობისთვის დაჯარიმდა რუსიშვილის
მეორე ადვოკატი - თეიმურაზ მაგრაქველიძე. მას 200 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
internet.ge