ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის საერთაშორისო
აეროპორტში "გლობალ TV"-ის ამერიკელი მეწილეს დაკითხვასთან დაკავშირებით
განცხადებას ავრცელებს.
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ ალექსანდრე რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს "ლიზინგი 21"-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული
თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა
და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს. ვინაიდან მან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლალირება, მიზანშეწონილია ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით იქნეს დაკითხული",
- აღნიშნულია
განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რონჟესი სამართალდამცველებმა მაშინ აიყვანეს, როცა
ის სტამბოლში გამგზავრებას აპირებდა.
Internet.ge