ჩრდილოეთ
კავკასიის იატაკქვეშა ბანდფორმირებებმა უცხოეთიდან დაფინანსების სახით 30 მილიონ
დოლარამდე თანხა მიიღეს. მათ შორის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც, რომლებიც
ყოველთვის არ არიან დაკავებული ადამიანის უფლებებით - განაცხადა რუსეთის
პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კავკასიაში, ალექსანდრე ხლოპონინმა.
„ჩრდილოეთ
კავკასია ერთგვარი ვაჭრობის საგანია გეოპოლიტიკური ამოცანების გადაჭრისას.
რასაკვირველია, არის ინფორმაცია, რომ გარკვეული დაფინანსება მოდის მეზობელი
ქვეყნებიდან“ - აღნიშნა ხლოპონინმა.
ჩინოვნიკს არ
დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს გულისხმობდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს ჩრდილოეთ
კავკასიის მოსაზღვრე ქვეყნებია.
internet.ge