ბიძინა
ივანიშვილისთვის
საქართველოს
მოქალაქეობის
მინიჭებასთან
დაკავშირებით
სხდომა 21
ივნისანდე გადაიდო. სააპელაციო სასამართლოში
მოსამართლემ მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპიდან საქმის გადადება გადაწყვიტა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა
ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ
განუხადა, დღევანდელ სხდომაზე მათი შუამდგომლობა, რომელიც პროცესის აუდიო-ჩაწერას
გულისხმობდა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილს, კანონით არ აქვს უფლებამოსილება პირს საგამონაკლისო წესით მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვას.
“ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის მიმართ პირადი ინტერესი გააჩნია. მოქალაქეობა
უკანონოდაა ჩამორთმეული. ამასთან ხაზგასასმელია რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი
ამდენი ხნით”, - განაცხადა თადუმაძემ.
პროცესი 10:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს
დასკვნის მიხედვით, ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა.
პრეზიდენტის განკარგულებით ივანიშვილსა და მის მეუღლეს მოქალაქეობა
გასული წლის 11 ოქტომბერს ჩამოერთვა. მოგვიანებით კი სასამართლომ მოქალაქეობასთან
დაკავშირებით შეტანილი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ეკატერინა ხვედელიძეს
მოქალაქეობა აღუდგა.
internet.ge