ნატოს
კვირეულის
ფარგლებში
კონკურსს
„ჩემი სიტყვა ნატოს“ და გამოფენა „ჩემი ნატოს“ გამარჯვებულები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვევნენ.
აკადემიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდებს აკადემიის ფუნქციებისა და სწავლების შესახებ ღია ლექცია ჩაუტარდათ, რის შემდეგაც აკადემიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა
მათ შეკითხვებს უპასუხეს. სტუმრებმა მოინახულეს ნატოს საინფორმაციო კუთხე, რომელიც შსს აკადემიის ბიბლიოთეკაში 2 წელია ფუნქციონირებს და დაათვალიერეს შსს აკადემიის ტერიტორია. ღონისძიება ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით გაიმართა.
ნატოს
დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კვირეულის ღონისძიებები მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს. ჩატარდა შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,
რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან,
პროფესორ-მასწავლებლებთან
და სამოქალაქო საზოგადოებასთან,
ასევე სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, ექსკურსიები, სხვადასხვა კონკურსები და დებატები.
ცნობისთვის, ნატოს კვირეულს, 16 ივნისს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურავენ, სადაც გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.
internet.ge