თბილისის
მერი დღეს, ავლაბარში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და ქალაქში მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა.
გიგი უგულავამ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან, იორგ მათისთან ერთად, ძველი თბილისის რაიონში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მერიის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის
უწყვეტი წყალმომარაგების
უზრუნველყოფის
მიზნით, თბილისში წყლის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც თბილისელების 24 საათიან, შეუფერხებელ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის ყველა უბანში, 150 ქუჩაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის სხვადასხვა რაიონში არსებული ამორტიზირებული წყალსადენისა და წყალარინების ქსელები ახლი სისტემით შეცვალა.
ცისკრის
ქუჩაზე კაპიტალურად იცვლება 650 მეტრიანი წყლის სისტემა, რეაბილიტაცია უტარდება ქუჩის, როგორც მაგისტრალურ ქსელებსა და მის განშტოებებს, ასევე საკანალიზაციო ქსელსაც. ქუჩაზე მონტაჟდება ახალი ურდულები, ეწყობა წყალსადენისა და საკანალიზაციო ჭები.
internet.ge