GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჭიაბერაშვილმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მედიკოსებს სერტიფიკატები გადასცა
16:07 15.06.2012
დღის სიახლეები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებულ ქართველ ექიმებს სახელმწიფო სერტიფიკატები გადასცა. სერტიფიკატები ექიმებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სპეციალობებით სამედიცინო საქმიანობის განხორციელების საშუალებას მისცემს.

ამგვარი წახალისებით, სამინისტრო ცდილობს ხელი შეუწყოს დასავლეთის ქვეყნებში მოღვაწე ქართველ ექიმებს ჩაერთონ ქართული ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში, დაამყარონ პროფესიული კავშირები და შეძლონ საკუთარი გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი კოლეგებისათვის.

ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სამედიცინო კონფერენციის „მედეა 2012" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ქ. ბათუმში მიმდინარეობს და 15 ივნისს იხურება. კონფერენციაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა, საქართველოს პირველი ლედი, პარლამენტის წევრები, სამედიცინო სფეროს, სადაზღვევო ინდუსტრიისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„მედეა 2012“-ის მიზანია, დაისახოს ზუსტი კურსი საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მდგრადი განვითარებისთვის. ამერიკიდან, ევროპიდან, ისრაელიდან და სინგაპურიდან ჩამოსული დელეგატები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ, როგორიც ჯანდაცვის სფეროს განვითარება, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ქართულ სამედიცინო სფეროში რეინტეგრაცია, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების შექმნა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციების მოზიდვაა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
პარლამენტში მინისტრების პოსტიდან გადაყენების საკითხი ჩავარდა2
თაქთაქიშვილი: ვისგან გაიგეთ, რომ არჩევნების გზა ვინმესვთის პარტიაში მიუღებელია?3
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა4
აფხაზეთში რუსეთის ბაზა 500 ტანკისტითა და არტილერისტით გაძლიერდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X