საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ნიკა გილაური პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ვაუჩერული
დაფინანსების პროექტის მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულ
მსურველებს შეხვდა. პრემიერმა მათთან ერთად დაათვალიერა უახლესი სიმულატორებით აღჭურვილი
კლას-კაბინეტები, შემდუღებლების, მეფილეებისა და ელექტრიკოსების რეაბილიტირებული სახელოსნოები.
პროფესიულ სტუდენტთა
ახალ 150 კაციან ნაკადს "სპექტრი" უახლოეს მომავალში, ვაუჩერული დაფინანსების მეორე
ეტაპზე მიიღებს.
ნიკა გილაური ვაუჩერული
დაფინანსების პროექტის პირველ ეტაპზე კოლეჯ
"სპექტრში" ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც გაესაუბრა. 7 მაისს კოლეჯში
1000 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსებული 250 სოციალურად დაუცველი სტუდენტი უკვე შეუდგა
სწავლას.
ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით უკვე დაფინანსებულია 2500 სტუდენტი, მათ შორის 1700 სოციალურად
დაუცველი. პროფესიული განათლების
დაფინანსების მეორე ეტაპზე სამინისტრო 1000 ლარიანი ვაუჩერით
1500 მსურველს დააფინანსებს. მესამე ეტაპზე, რომელიც შემოდგომაზე გამოცხადდება,
ვაუჩერს კიდევ 2500 მსურველი მიიღებს.
პროფესიული განათლების
დაფინანსების ახალი სისტემა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2012 წლიდან მოქმედებს
და ამ პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარია გამოყოფილი.
internet.ge