ეგვიპტეში პრეზიდენტს
ირჩევენ. დღეს დილიდან საარჩევნო ურნებთან რიგები დგას. მიუხედავად არჩევნებისთვის
ბოიკოტის გამოცხადების შესახებ გავრცელებული ხმებისა, როგორც ჩანს, ეგვიპტის
მოსახლეობა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მაინც აპირებს.
50 მილიონ მოქალაქეს
არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევს. ისლამისტური პარტიის „მუსულმანი
ძმების“ კანდიდატმა მუჰამედ მურსიმ წინა ტურში ხმათა 24,7 % დააგროვა, მისმა
მეტოქემ, 70 წლის გენერალმა და მუბარაკის თანამებრძოლმა აჰმედ შაფიკმა კი ხმათა 1
%-ით ნაკლები რაოდენობა მიიღო.
შაფიკმა არჩევნებში
მონაწილეობის უფლება გასულ კვირას კონსტიტუციური სასამართლოსგან მიიღო, რომელმაც
გააუქმა „პოლიტიკური იზოლაციის შესახებ“ კანონი. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას
მოსახლეობის მხრიდან პროტესტი და მასობრივი აქციები მოჰყვა.
საარჩევნო
უბნები ადგილობრივი დროით საღამოს 8 სთ-ზე დაიხურება. მიღებული შედეგები კი
აჩვენებს, რა გზას აირჩევს ეგვიპტის მოსახლეობა.
Internet.ge