რუსეთის საგამოძიებო კომიტეტთან დაკავებულებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ
დღეს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტთან ოპოზიციის მიერ გამართული აქციის დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომელთა მიმართაც ამ დროისთვის ადმინისტრაციული სასჯელის შეფარდების საკითხი წყდება.
ცოტა ხნის წინ მიღებული კანონის თანახმად, რუსეთში აქციებისა
და მიტინგების ჩატარების წესი გამკაცრდა და შესაბამისად, უკანონოდ ითვლება ისეთი
შეკრებები, რომელიც ერთი შეხედვით, მინიმალურ დისკომფორტსაც კი არ უქმნის
ხელისუფლებას.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის სერგეი უდალცოვის თქმით, აქცია „Оккупай СК“ ამიერიდან ყოველ შაბათს ჩატარდება, ხოლო თუ მოქალაქეებს ექნებათ სურვილი, ყოველდღიურადაც.
საგამოძიებო კომისიასთან პიკეტი 6 მაისის არეულობების საქმესთან
დაკავშირებით დაკავებული პირების მხარდასაჭერად იმართება.
Internet.ge