"ქართული ოცნების" სცენა ტყვიაგაუმტარი მინით აღჭურვეს
13:09 17.06.2012
|
დღის სიახლეები
|
ოზურგეთში, “ქართული ოცნების” აქციისთვის მზადება მიმდინარეობს, სცენაზე, რომელიც კოალიციის წევრებისთვის ეწყობა, დამონტაჟდა ტყვიაგაუმტარი მინა.
მსგავსი უსაფრთხოების ზომები გატარდა "ქართული ოცნების" აქციაზე გასულ კვირასაც, ქუთაისში.
სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მონტაჟდება ხმის გამაძლიერებელი აპარატურა.
კოალიციის ლიდერები აქციაზე, ოზურგეთის მოსახლეობის გარდა, ხალხს მიმდებარე რეგიონებიდანაც ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ეს მესამე აქციაა, რომელსაც "ქართული ოცნება" მართავს. პირველი აქცია მათ დედაქალაქში მოაწყვეს, შემდეგ - ქუთაისში. კოალიციის ლიდერები აქციების ჩატარებას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავენ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|