GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ლაშა კურტანიძის მეუღლე დაკითხვაზე იმყოფება
17:23 17.06.2012
დღის სიახლეები
ტელეკომპანია "მე-9 არხი" ლაშა კურტანიძის მეუღლის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ლაშა კურტანიძესთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის წინ, შს სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, პოლიციელის მოსყიდვის ფაქტზე "ქართული ოცნების" წევრი ზაზა ჭელიძე დააკავეს. ჭელიძეს ბრალად კასპის რაიონის, იგოეთის განყოფილების ოპერატიული თანამშრომლისთვის, ლაშა კურტანიძისთვის, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ პოლიციელების ფარული ჩაწერის განხორციელების დავალება ედება.

უტიაშვილის თქმით, კურტანიძემ თავდაპირველად გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, ჩაერთო ოპერატიულ ღონისძიებებში და მოახდინა ზაზა ჭელიძის ჩაწერა, თუმცა, მოგვიანებით მან აღნიშნული ინფორმაცია ჭელიძეს მიაწოდა და მიიმალა.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში ლაშა კურტანიძე ყვება, რომ თავისი მეგობრის სახლში გაიცნო ზაზა ჭელიძე, რომელმაც მას უთხრა, რომ მთავრობა ფაქტობრივად უკვე შეცვლილია და დაინტერესდა, თუ რისი გაკეთება შეეძლო მას "გვერდში დგომისთვის".

კურტანიძემ, მისი აღიარებითი ჩვენების თანახმად, ჭელიძისგან მიიღო ჩამწერი აპარატურა თავისი აღჭურვილობით და დაევალა პოლიციელების განწყობების და სამსახურებრივი თათბირების ჩაწერა.

კურტანიძე ასევე ჰყვება, რომ ჩანაწერების გადაცემის შემდეგ მას ჭელიძემ უთხრა, რომ "ზევით" კმაყოფილები იყვნენ, განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილი, რისთვისაც მან 3000 დოლარი მიიღო.

აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა შსს-ს ზაზა ჭელიძემაც.  მან განაცხადა, რომ კურტანიძის მიერ მიტანილი ჩანაწერები გადასცა თვის მეგობარ ირაკლი სესიაშვილს, რომელმაც ასლის გადაღება მოითხოვა, შემდეგ კი კონვერტი მისცა კურტანიძისთვის გადასაცემად.

"ინტერნეტ.ჯი"-მ "მე-9 არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია შს სამინისტროში გადაამოწმა. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, ლაშა კურტანიძის მეუღლე დაკავებული არ არის, ის დაკითხვაზე იმყოფება.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლავროვის სამინისტროს ცეცხლწაკიდებული „ფაერები“ ესროლეს1
გლდანში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა2
ივანიშვილი პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (3 - 9 სექტემბერი)4
საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ფრენის შესახებ ამბასადორში მსჯელობენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X