სამოყვარულო კამერებით აღჭურვილი ადამიანები ჟურნალისტებს ჯგუფებად დასდევენ
17:45 17.06.2012
|
დღის სიახლეები
|
ოზურგეთში, კოალიცია "ქართული ოცნების" აქციის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე უკვე იმყოფებიან ჟურნალისტებიც, რომლებსაც რთულ პირობებში უწევთ მუშაობა.
როგორც "ინტერნეტ.ჯი"-სთვის ცნობილი გახდა,სამოყვარულო ვიდეო კამერებით აღჭურვილი ჯგუფები, რამდენიმე ტელევიზიის, მათ შორის "iTV"-ის ჟურნალისტს დაჰყვებიან და მათ მუშაობას ოთხი კამერით იღებენ.
აღსანიშნავია რომ ეს ადამიანები არ აკონკრეტებენ თუ რომელი ტელევიზიის თანამშრომლები არიან, ან ვისი დავალებით მოქმედებენ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დაჰყვებიან ჯგუფებად მას, პასუხობენ, რომ ეს მათი სამუშაოა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან "ქართული ოცნების" აქტივისტებიც, ისინი ხალხს მითითებებს აძლევენ, თუ რომელ ტელევიზიას არ უნდა მისცენ კომენტარი.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|