პარლამენტი
საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, კიდევ
სამ სხდომას გამართავს.
ამის
შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პლენარული სხდომები მიმდინარე სასესიო კვირაში, ჩვეულებისამებრ, სამშაბათსა და პარასკევს ჩატარდება. რიგგარეშე სხდომა კი, მომავალ კვირაში დაინიშნება.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს, ამჯერად კი, 29 ივნისს ოფიციალურად დაიხურება.
internet.ge