Google-მა
ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მიერ ინტერნეტ-საძიებლიდან
გარკვეული ინფორმაციის წაშლის მოთხოვნებს ეხება. კომპანია უკმაყოფილებას
გამოხატავს მსგავსი მოთხოვნების ზრდის გამო.
როგორც
ინტერნეტ-გიგანტის წარმომადგენლები აცხადებენ, უფრო და უფრო მატულობს პროტესტი პოლიტიკური
შინაარსის შემცველ ბლოგებზე, ვიდეოებსა და სხვა სახით წარმოდგენილ ინფორმაციაზე.
კომპანიის
მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 103%-ით გაიზარდა აშშ-ის ხელისუფლების მიერ
გაგზავნილი მოთხოვნები, რომელთა უმეტესობაც მომხმარებელთა პირადი მონაცემების
წაშლას ეხება. მათ შესრულებაზე Google-მა უარი განაცხადა.
ცენზურის
მცდელობის მხრივ, მეორე ადგილზე ინდოეთია (49%), ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით
გამყარებული მოთხოვნების მხრივ, ბრაზილია ლიდერობს.
ზემოთ
ჩამოთვლილთა გარდა, გასულ წელს Google-ისადმი გაგზავნილი მოთხოვნებით დაწინაურდნენ
ბოლივია, იორდანია, უკრაინა და ჩეხეთიც. ამ ქვეყნების ხელისუფალთ, როგორც
მონაცემებიდან ჩანს, ყველაზე მეტად YouTube-ზე განთავსებული ვიდეორგოლები
აღელვებთ.
Internet.ge