GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამოცხადებული კონკურსი დღეს სრულდება
09:03 20.06.2012
დღის სიახლეები

კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტში მონაწილეობის სურვილი ამ დრომდე 537–მა კანდიდატმა გამოთქვა.  კონკურსანტების განაცხადების მიღება კი, დღეს დასრულდება.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტესტირება ზოგად უნარ–ჩვევებში, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ჩაუტარდათ. ისინი საკუთარ შედეგებს ტესტირების დასრულებისთანავე  შეიტყობენ. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კონკურსანტებთან მოხდება გასაუბრება და შემდგომ ისინი ცენტრების გამართული მუშაობისთვის ორკვირიან ტრენინგს გაივლიან.

კომპიუტერულ ცენტრებში მომავალი თანამშრომლები გადამზადებას გაივლიან: სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისისა და რეგიონების ტერიტორიულ სამსახურებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფისებში, ბანკებში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ფოსტაში. კონკურსის მონაწილეები ტესტირების დროს აღნიშნული სამსახურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან.

ღია კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ისინი უფასოდ მიიღებენ  კომპიუტერს, ისარგებლებენ  უსასყიდლო  ტექნიკური მხარდაჭერით ერთი წლის განმავლობაში,  გაივლიან სპეციალურ ტრენინგს. შემდეგ კი ისინი თანასოფლელებს კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმარებიან. არსებული რესურსების გათვალისწინებით, პირველ ეტაპზე 600 პირის მომზადება იგეგმება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მაია ფანჯიკიძე ჩეხეთის ელჩს შეხვდა1
პრობაციონერებს, რომელთაც განსაკუთრებული კონტროლი არ სჭირდებათ პირობითი მსჯავრი მოეხსნებათ2
მოქალაქეებს ნორმატიულ აქტებზე კომენტარების გაკეთების საშუალება ექნებათ3
ტელეკომპანია "იმედი" პატარკაციშვილის ოჯახს გადაეცა4
გიგი უგულავა: მერია და თვითმმართველობა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X