კახეთში 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად
გარდაიცვალა. ინცინდენტი სოფელ გამარჯვებაში მოხდა. ილია ხუციშვილი მეზობლის
სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, როცა მას დენმა დაარტყა.
არსებული ინფორმაციით, დენი სახურავზე ელექტროსადენიდან გადავიდა.
საქმეში ადგილობრივი პოლიცია უკვე ჩაერთო.
internet.ge