უწყებათაშორისმა
კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის
18 ივნისს, ქალაქ რუსთავის მერიის მიერ ქალაქის გარეუბნებსა და სოფელ სამგორში სოციალურად დაუცველი 420 ოჯახისათვის კარტოფილის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტი შეისწავლა და აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს
რეკომენდაციით მიმართა.
კომისიიის ინფორმაციით, საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ქალაქ რუსთავის მერიას უსასყიდლოდ გადასცა კარტოფილი, რომელიც საბიუჯეტო დავალიანების გამო ერთ-ერთ ორგანიზაციას ჩამოერთვა. თავის მხრივ, ქალაქ რუსთავის მერიამ ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული პროდუქტი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგა. აღნიშნული სოციალური აქცია არც სახელმწიფო, არც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიზნობრივი თანხების გამოყოფას არ უკავშირდება.
როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ
განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტრო ჩამორთმეული უკანონო ქონებით, მათ შორის
მალეფუჭებადი
პროდუქტით,
სოციალურად
დაუცველი მოსახლეობის უზრუნველყოფას ადგილობრივი თვითმმართველობებისა
და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით ადრეც ახორციელებდა, რაც უკანონო ქმედებას არ წარმოადგენს.
„ფინანსთა
სამინისტროს
მომსახურების
სააგენტო ქონების უსასყიდლოდ გადაცემას "სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის" 27-ე მუხლის
მე-4
პუნქტის შესაბამისად ახორციელებს. კანონის თანახმად, "სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება შეიძლება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გადაეცეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებს,
ასევე სხვა დაწესებულებებსა
და ორგანიზაციებს. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება, სახეობის გათვალისწინებით,
შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სოციალური მიზნებისათვის“,-
ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებათაშორისი
კომისია რეკომენდაციას აძლევს ფინანსთა სამინისტროს: წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს სამინისტროს მიერ ჩამორთმეული უკანონო ქონების სოციალური მიზნებისთვის განკარგვა ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების
მეშვეობით და საჭიროების შემთხვევაში, ამ კატეგორიის ქონება სოციალური მიზნებისთვის მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ასევე ბავშვთა სახლებსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში შემავალ სხვა დაწესებულებებს გადასცეს.
internet.ge