ივანიშვილისა და „სახალხო კრების“ წარმომადგენელთა შეხვედრა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სახლში, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან, ნონა გაფრინდაშვილან, სოსო ჯაჭვლიანთან, გია ბურჯანაძესა და ლუკა კურტანიძესთან შეხვედრა დასრულდა.
მხარეები ივანიშვილის შეთავაზებაზე მსჯელობენ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას გულისხმობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ლუკა კურტანიძემ და სოსო ჯაჭვლიანმა გააკეთეს, მათი განცხადებით შეხვედრაზე არაფერი გადაწყვეტილა და ეს სამუშაო ხასიათის შეხვედრა იყო.
internet.ge