თბილისში, ლოზუნგით – „ჩემი უფლებაა ვიცოდე“ საყვირების აქცია გაიმართება.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ „Faecbook“ -ში „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის
გვერდზეა აღნიშნული.
მათი
ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობა,
სამარშუტო ტაქსებში რადიოსადგურების სიგნალის გათიშვას აპროტესტებს და
მოსახლეობას მედია საშუალებების სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა, დღეს დაგეგმილი აქციისთვის, თბილისის ქუჩებში სპეციალური „ფლაერებიც“ დაარიგეს.
საყვირების აქცია – 15:00 საათზე გაიმართება.
internet.ge