თბილისში გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ გმირთა მოედანზე მიწისქვეშა
გადასასვლელი დატბორა. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში
განუცხადეს, პრობლემა გუშინვე აღმოიფხვრა.
„მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოსვლას ერთი ადამიანი ვერ ახერხებდა,
თუმცა მერიის სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა მოქალაქის ამოყვანა მალევე შეძლეს.
ადგილზე ორი სამაშველო ბრიგადა ამოტუმბვით სამუშაოებს ატარებდა. მობილიზებული იყო
ყველა საჭირო ტექნიკა“,- აცხადებენ მერიაში.
Internet.ge