ჭიაბერაშვილმა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თემაზე კონფერენცია გახსნა
შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ჯანდაცვის გაუმჯობესების
პროექტის ფარგლებში, ქუთაისში სამედიცინო რეგიონული კონფერენცია გახსნა. პროექტი
მიზნად ისახავს ამბულატორიებსა და ჰოსპიტალებში მომსახურებების ხარისხის
გაუმჯობესებას, ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის
შედეგების გავრცელებას.
შეხვედრაზე მინისტრმა
საქართველოში ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით
უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
იმერეთის რეგიონის
ექიმებისათვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, კონფერენციაში მონაწილეობა ქართულ-ამერიკული
სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ გურულმა მიიღო.
აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ღონისძიებაში მონაწილე კოლეგებს საკუთარი
კლინიკური პრაქტიკის მაგალითები გააცნო.
ჯანდაცვის
გაუმჯობესების პროექტი 2012 წლის თებერვალში დაიწყო და მას აშშ-ს საერთაშორისო
განვითარების სააგენტო ახორციელებს. დასავლეთ საქართველოდან პროექტში 4 ჰოსპიტალი
და 4 ამბულატორია მონაწილეობს.
internet.ge